loader

თელავის რაიონში ყოფილი პარლამენტარი და ცნობილი მოჭიდავე მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თელავის რაიონში ყოფილი პარლამენტარი და ცნობილი მოჭიდავე მოკლეს

თელავის რაიონის სოფელ აკურაში ყოფილი პარლამენტარი და ცნობილი მოჭიდავე, 66 წლის ნოდარ მოდებაძე მოკლეს. მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად მოხდა. ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ ნოდარ მოდებაძეს დაურეკეს, რომ მის ვენახში საქონელი იყო შესული. ადგილზე მისულს მწყემსი დახვდა, რომელთანაც შელაპარაკება მოუვიდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ნოდარ მოდებაძე აკურის ღვინის ქარხნის მეპატრონე და 1999-2004 წლების მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.იგი თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს თასის მფლობელი, ევროპის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის აბსოლუტური ჩემპიონი იყო. ჰქონდა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის წოდება.