8 წელი აგვისტოს ომიდან - დოკუმენტური კადრები
8 წლის წინ, ქართული სოფლების მიმართულებით ცხინვალის მხრიდან ჭურვები რამდენიმე დღის განმავლობაში ცვიოდა, ისმოდა სროლა, მოსახლეობა საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებს თანდათან ტოვებდა. საქართველოს ტერიტორიაზე როკის გვირაბის გავლით და ფსოუს საზღვრიდან 15 ათასამდე რუსი სამხედრო შემოვიდა. რუსულმა ავიაციამ საჰაერო იერიში მიიტანა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ სამხედრო ბაზებსა და აეროდრომებზე. ორჯერ დაიბომბა გორი, მათ შორის სამხედრო ბაზის ტერიტორია. რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 146 სამხედრო პირი, 14 პოლიციელი. დაკარგულად მიიჩნევა 23 ჯარისკაცი. სახლი დატოვა თითქმის 150 ათასმა ადამიანმა, ამათგან 30 ათასამდე დღემდე დევნილობაში რჩება.