სპეცოპერაცია აჭარაში: მრავალჯერ ნასამართლევი პირი ბიზნესმენს 60 000 ლარს სძალავდა და ყოველთვიურ წილს ითხოვდა
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რუსლან ჩ., დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინაააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოქალაქეს 60 000 ლარს სძალავდა და მისი ბიზნესსაქმიანობიდან მიღებული მოგების ყოველთვიურ წილს ითხოვდა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, არარეგისტრირებული პისტოლეტი და 5 ვაზნა ამოიღეს.