რა ვითარებაში დაიწვა 2 მამაკაცი რუსთავში მშენებლობის დროს
რუსთავში, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის მშენებლობის დროს ორ მამაკაცს დენმა დაარტყა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ერთ-ერთი, 34 წლის ვასილ სვანიძე მაღალი ხარისხის დამწვრობით რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს; მეორე, ასევე უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი 44 წლის ზურაბ ჩეჩელაშვილი კი - "აზოტის" საავადმყოფოში.
მარი ვარდოშვილი
მარი ვარდოშვილი