ბიძინა ივანიშვილის პირველი საჩუქარი საქართველოს – 1994 წელი
ინტერნეტში ბიზნესმენისა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ახალი ვებგვერდი, ivanishvili.ge გამოჩნდა, სადაც მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი. საიტზე განთავსებულია ინტერვიუები, მისი ქველმოქმედების შესახებ ინფორმაცია, ასევე, წერილები და სხვა ინფორმაცია.
გთავაზობთ ვიდეომასალას აღნიშნული საიტიდან, რომელიც "პირველი არხის" მიერ წლების წინ, 1994 წელს არის მომზადებული.
"ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი საჩუქარი 1994 წელს გამოუგზავნა. 22 წლის წინათ ფოთის პორტში გემი შემოვიდა („კომპოზიტორი ნოვიკოვი“) და გემის საწყობიდან დიდი რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ჩამოტვირთვა დაიწყეს. (მაშინ ელექტროენერგია ხშირად ითიშებოდა და დაგეგემილი 8 საათის ნაცვლად, ტექნიკას 28 საათი ტვირთავდნენ)", - ნათქვამია ტექსტში, რომელიც თან ახლავს გამოქვეყნებულ ვიდეომასალას.