loader

"მიწას თავი დაანებე რა, შენი დედა მოვ... " - ჩხუბი ზესტაფონის დამწვარი ბაზრის მოწილეებს შორის და მოვაჭრეების ბრალდებები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიწას თავი დაანებე რა, შენი დედა მოვ... " - ჩხუბი ზესტაფონის დამწვარი ბაზრის მოწილეებს შორის და მოვაჭრეების ბრალდებები

ზესტაფონის ე.წ. შავი ბაზრის ტერიტორიაზე ხანძრით დაზარალებული მოვაჭრეები შეიკრიბნენ. ისინი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. წინასწარი ინფორმაციით, ზარალის საერთო რაოდენობა დაახლოებით 2 მილიონ ლარს შეადგენს. ცოტა ხნის წინ ბაზრის ტერიტორიაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ წუხელ დამწვარი ობიექტის, შპს "საირხეს" მეწილეები დავით ხუსკივაძე და ცეზარ მაღლაკელიძე, რომელიც ამავდროულად, ბაზრის დირექტორიც არის. აღნიშნული პირები ხანძრის განზრახ გაჩენაში ერთმანეთს სდებენ ბრალს. როგორც ირკვევა, მეწილეებს შორის დავა 17 წელია გრძელდება. ხანძრის განზრახ გაჩენის ვერსია აქვთ მოვაჭრეებსაც.