loader

ხატია დეკანოიძის წინააღმდეგ უკრაინის საოლქო სასამართლოში სარჩელი შევიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხატია დეკანოიძის წინააღმდეგ უკრაინის საოლქო სასამართლოში სარჩელი შევიდა

კიევის საოლქო-ადმინისტრაციულ სასამართლოში სარჩელი შევიდა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ბრძანების კანონსაწინააღმდეგოდ გამოცხადებასა და მის გაუქმებას მოითხოვს, რითაც მან საქართველოს მოქალაქე ხატია დეკანოიძეს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა. ამის შესახებ სასამართლოს ვებგვერდი იუწყება.

მოსარჩელე მოითხოვს, სასამართლომ მისი სარჩელი წარმოებაში მიიღოს და უკრაინის პრეზიდენტისგან ხსენებული ბრძანებულება გამოითხოვოს. სასამართლოს განცხადებით, კანონის თანახმად, მსგავსი სარჩელები უკრაინის უმაღლეს ადმინისტრაციულ სასამართლოში უნდა გადაიგზავნოს.

ხატია დეკანოიძემ უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო და უკრაინის ეროვნულ პოლიციას ჩაუდგა სათავეში.