5 ქვეყანა, საიდანაც გასულ თვეს ყველაზე მეტი ტურისტი გვეწვია
მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს 764 022 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.5%-ით მეტია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობა კი 15.8%-ით გაიზარდა და 390 234 შეადგინა. ივლისის პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და ირანიდან განხორციელდა. იანვარ-ივლისის პერიოდში კი, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 3 400 335 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.6%-ით მეტია. რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალს, პირველი კვარტლის მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 354.5 მილიონი დოლარი შეადგინა.