ძლიერი ხანძარი ზესტაფონის ე.წ. ძველ ბაზარში - სავაჭრო ობიექტები თითქმის მთლიანად განადგურდა
ზესტაფონში ძლიერი ხანძრის შედეგად, ე.წ. ძველი ბაზარი თითქმის მთლიანად დაიწვა. ცეცხლი ბაზრის ტერიტორიას გუშინ საღამოს მოედო. სავაჭრო ობიექტებში, ძირითადად, ტექსტილისა და ტანსაცმლის მაღაზიები იყო განთავსებული. ხანძრის ჩაქრობაში ქუთაისიდან და თერჯოლიდან გამოძახებული სახანძრო ბრიგადები, ასევე, ფეროშენადნობთა ქარხნის სამაშველო ეკიპაჟები მონაწილეობდნენ. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს სამართალდამცველები იძიებენ. დღეიდან ზარალის დათვლაც დაიწყება.