loader

ოთარ სიჭინავა - სასამართლოს ვერავინ განუსაზღვრავს დღის წესრიგს, ყველამ გაიგოს, ვერავინ მიგვითითებს, რას და როგორ გავაკეთებთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოთარ სიჭინავა - სასამართლოს ვერავინ განუსაზღვრავს დღის წესრიგს, ყველამ გაიგოს, ვერავინ მიგვითითებს, რას და როგორ გავაკეთებთ

სასამართლოს ვერავინ განუსაზღვრავს დღის წესრიგს, ყველამ გაიგოს, ვერავინ მიგვითითებს, რას და როგორ გავაკეთებთ, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ოთარ სიჭინავამ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს მართლმსაჯულების განხორციელებას "სხვა საქმეებზე". რაც შეეხება დღეს ჩანიშნულ პროცესებს გახმაურებულ საქმეებზე, როგორც სიჭინავამ განმარტა, თავმჯდომარემ იცოდა, რომ მოსამართლეები აღნიშნულ პროცესზე დასწრებას არ აპირებდნენ სასამართლოს ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო.