მთავარმა პროკურატურამ საიდუმლო ინფორმაციების გავრცელების საკითხზე თავდაცვის სამინისტროდან შესაბამისი მასალები გამოითხოვა
მთავარი პროკურატურა თავდაცვის სამინისტროდან საიდუმლო ინფორმაციების გავრცელებასა და აღნიშნული ინფორმაციებისადმი კონკრეტული ადამიანების წვდომის საკითხზე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროდან პროკურატურაში მასალების გადაგზავნის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.