6 წლის ქართველი ბიჭი ფორტეპიანოზე ისე უკრავს, ნამდვილ პროფესიონალებსაც შეშურდებათ
სოციალურ ქსელში 2 დღის წინ 6 წლის ცოტნეს ვიდეო გავრცელდა, რომელმაც ქართული ინტერნეტსივრცე მოიცვა. 6 წლის ბიჭი ფორტეპიანოზე ნაწარმოებს საკუთარი იმპროვიზაციით, ნამდვილი პროფესიონალივით ასრულებს. პატარ ვირტუოზის ვიდეოს 7 ათასზე მეტი მოწონება, 200-მდე გაზიარება და დადებითი კომენტარები აქვს. "იქ რომ დავუკარი, ისიც ჩემი გამოგონებული იყო, ახლაც ჩემი გამოგონებული იქნება" - ამბობს პატარა ცოტნე დაკვრის დაწყებამდე.