"არ გაახმაურო, თორემ ისევ შენს შვილებს მიადგებიანო" - ბათუმში პოლიციას 23 წლის ბიჭის ცემაში ადანაშაულებენ
ბათუმში, 26 ივლისის ღამით დაკავებული, 23 წლის ირაკლი ქაჯაიას ოჯახის წევრები პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსსა და თანამშრომლებს დაკავებულის ცემაში ადანაშაულებენ.
როგორც ქაჯაიას დედა ნინო დუმბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი შვილი პოლიციამ ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიიდან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მუხლით დააკავა, პოლიციის განყოფილებაში კი მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მისივე თქმით, მოსამართლემ პროცესი მისი შვილის ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე გადადო. ნინო დოლიძემ ჟურნალისტებს დახეული და სისხლით დასვრილი მაისური და მისი შვილის ფოტოებიც წარუდგინა.