ყველაზე ფერადი 3D პრინტერი
უამრავი სახის 3D პრინტერი არსებობს, თუმცა, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, მისი მსგავსი ჯერ არ შექმნილა. ეს არის ერთი შეხედვით ჩვეულებრივი 3-განზომილებიანი პრინტერი, რომლის საშუალებით სახლის პირობებში, თქვენ ნებისმიერი ნივთის დამზადება შეგიძლიათ. მისი გამომგონებლების თქმით, მისი წინამორბედებისგან გაცილებით დახვეწილი და მრავალფუნქციურია. თუ სხვა პრინტერებით შეგიძლიათ მხოლოდ ერთი ან განსაზღვრული რაოდენობის ფერების საგნის დამზადება, ახლა შეგიძლიათ შერეული ფერების ჭრელი საგნები დაამზადოთ.