"ქართული ოცნების" წევრებმა ხარაგაულის საკრებულოს "რესპუბლიკელი" თავმჯდომარე თანამდებობიდან ვერ გადააყენეს
ხარაგაულის საკრებულოს "რესპუბლიკელი" თავმჯდომარის, ინგა მაღრაძის თანამდებობიდან გადაყენება ვერ მოხერხდა. საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს ფრაქცია "ქართული ოცნება" ითხოვდა, თუმცა, საბოლოოდ, თავმჯდომარის გადაყენებას 17-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რაც არასაკმარისი აღმოჩნდა.
საკრებულოს სხდომას "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, ინგა მაღრაძის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის წამოწევა პოლიტიკურად მოტივირებულია.
საკრებულოს სხდომას "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, ინგა მაღრაძის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის წამოწევა პოლიტიკურად მოტივირებულია.