შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 1958 წელს დაბადებული არჩილ ა. თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, არჩილ ა-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, "ნაგანის" სისტემის არარეგისტრირებული რევოლვერი, მაკაროვის კონსტრუქციის არარეგისტრირებული პისტოლეტი, "ბრაუნინგის" მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი, ყუმბარის 1 ამფეთქი ფალია და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 518 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნაწილებად დაშლილი არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი: 2 რევოლვერი, 4 პისტოლეტი და 6 საბრძოლო შაშხანა, რომლებზეც მიმდინარეობს საექსპერტო კვლევა.