შვილმკვდარი დედის კითხვა დავით სერგეენკოს - "თუ შეიძლება, გამეცით პასუხი..."
ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემი კითხვა" ჩართვისას, სადაც სტუმრად ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა, ერთ-ერთმა მაყურებელმა ეკა კაკიშვილმა იაშვილის კლინიკაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. ქალბატონმა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ლეიკემიით ბავშვი გარდაეცვალა, კონკრეტული ფაქტები მოიყვანა, როდესაც კლინიკის მედპერსონალი პაციენტის მიმართ არასწორ დამოკიდებულებას იჩენს და დაინტერესდა, იყო თუ არა ამ ყველაფრის საქმის კურსში ჯანდაცვის მინისტრი.
იხილეთ გადაცემა სრულად
იხილეთ გადაცემა სრულად