ციხის ყოფილი დირექტორის სკანდალური ჩვენება ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას წინააღმდეგ
ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე რუსთავის #1 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ტარიელ ტყემალაძე დაიკითხა. ტყემალაძემ პროცესზე 2006 წლის 12 იანვრის ღამე გაიხსენა და განაცხადა, რომ სად-ის მაშინდელი თავმჯდომარე ბაჩო ახალაია, მისი მოადგილე ლერი ხუხია და მე-7 დაწესებულების ყოფილი დირექტორი მეგის ქარდავა დაწესებულებაში სპეცრაზმთან ერთად შევიდნენ და პატიმრებს, მათ შორის, გია გორგაძეს სცემეს.