loader

პრეზიდენტის სიძის მეგობარი თორნიკე კაჭარავა მთავარ პროკურატურაში გამოცხადდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტის სიძის მეგობარი თორნიკე კაჭარავა მთავარ პროკურატურაში გამოცხადდა

პრეზიდენტის სიძის მეგობარი თორნიკე კაჭარავა საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოცხადდა. კაჭარავა საგამოძიებო უწყებაში ადვოკატ სოსო ბარათაშვილთან ერთად მივიდა. პროკურატურაში შესვლამდე არც ერთ მათგანს მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

კაჭარავას გამოკითხვა პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში იგეგმება. ის უწყებაში გუშინ იყო დაბარებული და გამოცხადდა კიდეც, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო მისი გამოკითხვა ვერ მოხდა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ამავე საქმეზე უკვე გამოჰკითხა თავად პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური, ასევე, მისი კიდევ ერთი მეგობარი მიხეილ თათარაშვილი, რომელიც საგამოძიებო უწყებაში გუშინ იმყოფებოდა.