NDI-ს გამოკითხულებიდან, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, ვის დაუჭერენ მხარს, "ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებას" 6%-ით ჩამორჩება
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 32% იმ ამომრჩევლებიდან, რომლებიც არჩევნებზე წასვლას გეგმავენ და გადაწყვეტილი აქვთ, ვის დაუჭერენ მხარს, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, ხოლო 26% - "ნაციონალურ მოძრაობას".
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 10%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 7% - "პატრიოტთა ალიანსს" მისცემდა ხმას, 6%-მა არ იცის, 6% ხმას მისცემდა მოძრაობას "სახელმწიფო ხალხისათვის", 2% - არც ერთ პარტიას, ხოლო სხვა პარტიებს გამოკითხულთა 11% მისცემდა ხმას.