loader

შპს "ნინო", "რეზო" და "გომანი" - 3 პირი, რომლებმაც სახელმწიფოს 4 521 192 ლარი მოჰპარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შპს "ნინო", "რეზო" და "გომანი" - 3 პირი, რომლებმაც სახელმწიფოს 4 521 192 ლარი მოჰპარეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების და ჯგუფურად ყალბი საანგარიშსწორებო და საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე, შპს "გომანის" და შპს "ნინოს" ფაქტობრივი ხელმძღვანელები: იგორ წულუკიძე, გოგიტა ლემსაძე და შპს "რეზოს" დირექტორი და დამფუძნებელი რევაზ ილიაძე დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 2014-16 წლებში განახორციელეს 40 847 759 ლარის ღირებულების ხილ-ბოსტნეულის იმპორტი, საბაჟო გადასახადების, 4 521 192 ლარის გადახდის ნაცვლად მათ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში 359 316 ლარის ღირებულების 53 ერთეული ყალბი საბანკო გადახდის ქვითარი გამოიყენეს, რამაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.