loader

მთავარმა პროკურატურამ გამოკითხვაზე პრეზიდენტის სიძის მეგობრები დაიბარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მთავარმა პროკურატურამ გამოკითხვაზე პრეზიდენტის სიძის მეგობრები დაიბარა

მთავარმა პროკურატურამ გამოკითხვაზე პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის რამდენიმე მეგობარიც დაიბარა. პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დღეს უკვე მინდია გოგოჭურის ორი მეგობარი - მიხეილ თაღარიშვილი და თორნიკე კაჭარავა გამოიკითხებიან.

თათარაშვილი მთავარ პროკურატურაში 11:00 საათზე, კაჭარავა კი 15:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

როგორც ცნობილია, უწყებამ აღნიშნულ საქმეზე გუშინ თავად პრეზიდენტის სიძე გამოჰკითხა. რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ მინდია გოგოჭურმა პროკურატურა უკომენტაროდ დატოვა.