loader

ხმაური პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრების სასამართლო პროცესზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრების სასამართლო პროცესზე

ხმაური იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრების კახა დუაძის და მურაზ სამადაშვილის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე განხილვა მიმდინარეობდა. პროცესზე შსს-ს თანამშრომლებმა დაკავების პროცესისას გადაღებული სამხრე და საპატრულო კამერით გადაღებული ვიდეომასალა წარმოადგინეს, სადაც, მათი თქმით, ასახულია სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა. ბურჭულაძის პარტიის წევრების ადვოკატის თქმით, დაკავება არა სამართალდარღვევაზე, არამედ პოლიტიკური ნიშნით მოხდა. სასამართლო ადმინისტრაციულ გადაცდენაზე კახაბერ დუაძის მიმართ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, მურაზ სამადაშვილს კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე 600 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.