loader

ოქროს ნაკეთობები მოტოციკლის სავარძლის ქვეშ - საგამოძიებო სამსახურმა თურქეთის მოქალაქე დააკავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოქროს ნაკეთობები მოტოციკლის სავარძლის ქვეშ - საგამოძიებო სამსახურმა თურქეთის მოქალაქე დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების გადმოტანის ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე აიჰან მერჯანი დააკავა.

"გამოძიების მიერ დადგინდა, რომ ბრალდებულს, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე აიჰან მერჯანს, საბაჟო-გამშვებ პუნქტ "სარფის" გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლის სავარძლის ქვეშ მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით უმაღლესი სინჯის ოქროსგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები შემოჰქონდა. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას დააკავა", - აცხადებენ სამინისტროში.