მაკა ჩიჩუას და გიორგი მარგველაშვილის პასუხი ყველას, ვინც ოლიმპიელების ფორმამ გააღიზიანა
ზაფხულის XXXI ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენების სამოსი ბოლო დღეებია, სოციალურ ქსელებში განხილვის მთავარი თემაა. ოლიმპიელების ტანსაცმელი ოლიმპიურმა კომიტეტმა მაღაზია "სამოსელი პირველს" დაუკვეთა. სამოსი არასპორტული და მოუხერხებელია. ბევრი მიიჩნევს, რომ ის სულაც არ ჰგავს ქართულს და ყირგიზული ან ტაჯიკური ორნამენტები აქვს.
ოლიმპიელების მხარდასაჭერად პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ფოტოსესია გამართეს, რომელშიც ისინი სწორედ საზოგადოების მიერ დაწუნებული სამოსით წარდგნენ. "გამარჯვება, ქართველო ოლიმპიელებო! <3", - წერს მაკა ჩიჩუა და ლელი ბლაგონრავოვას მიერ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
President and First Lady support Georgian Olympians dressed in their outfit