loader

"მე დღეს გარდავიცვლები" - სიკვდილის წინ ბერად აღკვეცილი 17 წლის ბერი ანდრიას საოცარი ისტორია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მე დღეს გარდავიცვლები" - სიკვდილის წინ ბერად აღკვეცილი 17 წლის ბერი ანდრიას საოცარი ისტორია

ყველაფერი წინასწარ იცოდა. იცოდა, როდის და როგორ დაასრულებდა ამქვეყნიურ ცხოვრებას, მაგრამ მძიმე განსაცდელს საოცარი სიმშვიდით შეხვდა. ყველაფერი ხუთი წლის წინ მაშინ დაიწყო, როდესაც კანქვეშა რბილი ქსოვილების სიმსივნე დაუდგინეს. უკურნებელი დიაგნოზის დასმის შემდეგ მამა ანდრიამ წელიწად-ნახევარი იცოცხლა. სასულიერო ცხოვრება მხოლოდ ოთხი თვე მოასწრო.

ონკოლოგიური დისპანსერის პალატა, სადაც ახალგაზრდა ბერმა სიცოცხლის ბოლო პერიოდი გაატარა, სტაციონარის დანგრევამდე ყველა მამა ანდრიას კელიად მოიხსენიებდა... ბერის დედა შვილის გარდაცვალების შემდეგ ამ სამედიცინო დაწესებულებას ხშირად სტუმრობდა და უკურნებელი სენით დაავადებული პაციენტების ოჯახის წევრებს ეხმარებოდა...

ცოტა ხნის წინ "ბერი ანდრიას ფონდს" ეკონომიკის სამინისტრომ სოფელ დიღომში მიწის ნაკვეთი გადასცა. პროექტი უკვე მზად არის, "ბედნიერების სახლი" უნდა აშენდეს, სახლი, სადაც უფრო ბევრ პატარა პაციენტს დაეხმარებიან და მათ ქირით ცხოვრება აღარ მოუწევთ. გრანდიოზული პროექტის განსახორციელებლად დიდი თანხებია საჭირო.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი