სანდრო ბრეგაძემ და ზვიად კუპრავამ ქუჩაში ერთმანეთს აგინეს და სცემეს - ინციდენტი გადაცემის შემდეგ
ფიზიკური დაპირისპირება ქუჩაში - "TV პირველში" სატელევიზიო ეთერის დასრულების შემდეგ მეჭიაურის პარტიის წევრი სანდრო ბრეგაძე და "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი" ზვიად კუპრავა ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირსპირდნენ. მოგვიანებით სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. კადრები "TV პირველმა" გაავრცელა.