loader

როგორ გრძნობენ ზღარბები ქალაქში თავს? - ექსპერიმენტმა საინტერესო შედეგები აჩვენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გრძნობენ ზღარბები ქალაქში თავს? - ექსპერიმენტმა საინტერესო შედეგები აჩვენა

ზოოლოგებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს და ნახეს, რომ ზღარბები შესანიშნავად ადაპტირდებიან ქალაქში ცხოვრებისთვის. ეს ძუძუმწოვრები პლანეტაზე დაახლოებით 15 მილიონი წლის წინ გაჩნდნენ და გარემოს საკმაოდ სერიოზული ცვლილებები გადაიტანეს, მათ შორის, ურბანიზაცია.

ჰამბურგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ზღარბებზე სპეციალური თერმომგრძნობიარე გადამცემი დაამაგრეს, რათა გაერკვიათ, თუ როგორ გრძნობენ ზღარბები თავს ქალაქში. მოწყობილობამ სპეციალისტებს ზღარბების ქცევის, მათი არსებობის ადგილი და ძილის პერიოდის კონტროლირების საშუალება მისცა. ასევე, მეცნიერები იმედოვნებდნენ, გამოევლინათ მთავარი პრობლემები, რასაც ზღარბები ქალაქში ცხოვრების დროს აწყდებიან.