შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1978 წელს დაბადებული გიორგი რ. თბილისში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალების 20 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს, რომლებიც, ექსპერტიზის დასკვნით, 7,96 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით, ბრალდებულს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.