loader

გიორგი პაპუაშვილი არასამთავრობოებს შეხვდა - "ფაქტები შეიცავს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი პაპუაშვილი არასამთავრობოებს შეხვდა - "ფაქტები შეიცავს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟს"

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ამ დროისთვის მთავარ პროკურორთან შეხვედრის აზრს ვერ ხედავს. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, იქამდე, სანამ ნდობა არ გაჩნდება პროკურატურის მიმართ, ასეთი შეხვედრის გამართვას აზრი არ აქვს.

"ის ფაქტები, რომლებზეც გიორგი პაპუაშვილმა ისაუბრა, შეიცავს მოსამართლის მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით შანტაჟსა და ზეწოლის მცდელობას", - განაცხადა კამპანია "ეს შენ გეხებას" წარმომადგენელმა, "სამართლიანი არჩევნების" წევრმა ნინო ლომჯარიამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ.