loader

საზარელი სისხლისღვრა: ტოკიოში 26 წლის მამაკაცმა 19 შშმ პირი დანით მოკლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საზარელი სისხლისღვრა: ტოკიოში 26 წლის მამაკაცმა 19 შშმ პირი დანით მოკლა

ტოკიოში თავდასხმის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა. შემთხვევა შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობების მქონე პირთა მოვლის ცენტრში მოხდა. 26 წლის მამაკაცი, რომელიც აღნიშნული დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი იყო, შენობაში ცივი იარაღით ხელში შეიჭრა. შემდეგ კი თავდამსხმელი პოლიციაში თავად გამოცხადდა და ამჟამად დაკავებულია.

ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ აღნიშნულმა მამაკაცმა პოლიტიკოსებს წერილი გაუგზავნა, სადაც ასობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მოკვლით იმუქრებოდა. მიმდინარეობს გამოძიება თავდასხმის რეალური მოტივის დასადგენად.