წამების საქმეზე ბრალდებული გოგა სამუშია გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა
ელბერტ კობახიძის წამების საქმეზე ბრალდებული გოგა სამუშია 15 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლდა. მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების დაპატიმრების გირაოთი შეცვლის შესახებ დააკმაყოფილა. ამასთან, პროცესზე მოწმე გიორგი ჩიკვატია დაიკითხა, რომელიც ელბერტ კობახიძის წამების მოწმეა. მან კობახიძის წამებაში ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის, მეგის ქარდავა დაადანაშაულა. კობახიძის წამების საქმეზე ბრალდებულები არიან რომან შამათავა, გოგა სამუშია, გიორგი კალანდაძე, დათა ახალაია.