პრეზიდენტის ოჯახის რომელი წევრის სახლში ჩატარდა ჩხრეკა - შსს-სა და პროკურატურის კომენტარი
სამართალდამცველ უწყებებში ამ ეტაპზე არ საუბრობენ, პრეზიდენტ მარგველაშვილის ოჯახის რომელი წევრის სახლში და რა მიზეზით ჩატარდა ჩხრეკა. PALITRANEWS-ი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით როგორც მთავარ პროკურატურას, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა ორივე საგამოძიებო უწყებაში განაცხადეს, რომ სიტუაციაში გაერკვევიან და მედიას ინფორმაციას მოგვიანებით მიაწვდიან.
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგვლაშვილის განცხადებით, სამართალდამცველების მონაწილეობით ზეწოლის განხორციელების მცდელობა მისი ოჯახის წევრზეც იყო. არსებული ინფორმაციით, საუბარია პრეზიდენტის ერთ-ერთ სიძეზე.