"თქვენი დედაც მოვ..." - ჩხუბი და ხმაური მერიასთან "დიდუბის" დირექტორის დაკავებით დასრულდა
თბილისის მერიასთან დიდუბის ბაზრობის მოვაჭრეებსა და შპს "დიდუბის" დირექტორს, ტრისტან დვალს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ტრისტან დვალმა მოვაჭრეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც სამართალდამცველებმა დვალი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. დიდუბის ბაზრის მოვაჭრეები დვალს ტერიტორიის უკანონოდ შემოსაზღვრაში ადანაშაულებენ და ჩარევას მერიის შესაბამისი სამსახურებისგან ითხოვენ. მათი განცხადებით, შპს "დიდუბის" დირექტორმა ბაზრობაზე გამყოფი კედელი აღმართა. აღნიშნული მოვაჭრეების თქმით, პრობლემას ქმნის როგორც უსაფრთხოების, ისე მომხმარებლების გადაადგილების კუთხით.