loader

რუსეთი ბრაზილიაში გასამართ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას მიიღებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთი ბრაზილიაში გასამართ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას მიიღებს

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ადასტურებს, რომ რუსეთი ბრაზილიაში გასამართ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას მიღებს. ამის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრესრელიზშია აღნიშნული. კომიტეტმა ასევე დაადასტურა, რომ რუსი ათლეტების ოლიმპიადა -2016-ზე დაშვების გადაწყვეტილებას მიიღებენ საერთაშორისო ფედერაციები სპორტის სახეობებში. ამასთან, რუსი სპორტსმენები, რომლებიც შემჩნეულები არიან დოპინგის მოხმარებაში, არ დაიშვებიან ბრაზილიაში ოლიმპიურ თამაშებზე. ცნობილია, რომ გამოძიების შედეგად, მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს რეკომენდაცია მისცა, რიოს თამაშებზე რუსეთის ნაკრები არ დაუშვას.