ვინ არის 18 წლის მამაკაცი, რომელმაც მიუნხენში 9 ადამიანი ჩაცხრილა
მიუნხენის სავაჭრო ცენტრში გუშინ მომხდარი თავდასხმის მოტივი უცნობია. ამის შესახებ გერმანიის პოლიცია იტყობინება. თავდასხმაში ეჭვმიტანილი 18 წლის პირია, რომელიც წარმოშობით ირანელია და მიუნხენში ცხოვრობდა. მან ცეცხლი ადგილობრივი დროით 18:00 საათზე გახსნა. შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი. 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამის მდგომარეობა კრიტიკულია. თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა ცეცხლი თავდაპირველად სწრაფი კვების ობიექტში მყოფ ადამიანებს გაუხსნა, შემდეგ კი სავაჭრო ცენტრ Olympia-სკენ დაიძრა.