loader

გიორგი პაპუაშვილი პროკურატურაში მისვლამდე მის ხელთ არსებულ მასალებს პრემიერსა და პრეზიდენტს გააცნობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი პაპუაშვილი პროკურატურაში მისვლამდე მის ხელთ არსებულ მასალებს პრემიერსა და პრეზიდენტს გააცნობს

როდის გამოცხადდება საქართველოს მთავარ პროკურატურაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, ჯერჯერობით უცნობია. არსებული ინფორმაციით, დღეს მას სასამართლო პროცესი აქვს ჩანიშნული,რომელსაც აუცილებლად უნდა დაესწროს.

გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პაპუაშვილი პრეზიდენტსა და პრემიერს ტელეფონით ესაუბრა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გეგმავს, მის ხელთ არსებული დოკუმენტაცია ქვეყნის პირველ პირებს გააცნოს.