რუსეთში შესაძლოა ქართული ღვინისა და "ბორჯომის" იმპორტი აიკრძალოს - რუსეთის დუმის რეკომენდაცია მთავრობას
რუსეთის სახელმწიფო დუმა მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, აკრძალოს საქართველოდან ღვინისა და მინერალური წყლის, "ბორჯომის" იმპორტი. როგორც რუსული მედია იტყობინება, დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტი ამზადებს განცხადებას, რომლითაც დაგმობს საქართველოს და კიდევ ხუთი ქვეყნის გადაწყვეტილებას, შეუერთდნენ ყირიმისა და სევასტოპოლის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას.
როგორც კომიტეტის წევრმა იან ზელინსკიმ გამოცემა "ლენტას" განუცხადა, კომიტეტი რუსეთის მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, ანალოგიური ზომები მიიღოს.
როგორც კომიტეტის წევრმა იან ზელინსკიმ გამოცემა "ლენტას" განუცხადა, კომიტეტი რუსეთის მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, ანალოგიური ზომები მიიღოს.