"ეს არის გულისტკივილით ნათქვამი..." - რუსუდან კერვალიშვილი "ხაჭოსა" და "70-ათასიანი ლარნაკების" თემას ეხმაურება
PalitraNews-ის თოქ-შოუ "360 გრადუსში", "ცენტრ პოინტის" საქმეზე საუბრისას, წამყვანმა რუსუდან კერვალიშვილს ხაჭოსთან დაკავშირებული სკანდალური განცხადებაც გაახსენა. როგორც კერვალიშვილმა აღნიშნა, მისი სიტყვები არ იყო სარკასტული, ეს გულისტკივილით იყო ნათქვამი, რაც მაშინ მის მდგომარეობას გამოხატავდა.
"ეს არის გულისტკივილით ადამიანთან ნათქვამი, რომელმაც ჩაიწერა, ეს არის მისი უფლება. მე კი მქონდა უფლება, გამომეხატა ის მდგომარეობა, რომელიც მქონდა. ამაში არაფერი დასაცინი არ არის. მე ძალიან გულწრფელად, დღესაც შემიძლია ეს დავადასტურო, ახლა უკვე დოკუმენტებით. მე აქამდე ვლაპარაკობდი ისე, რომ ადამიანებისთვის ყოფილიყო უკეთესი" - აღნიშნა კერვალიშვილმა საუბრისას.