loader

51 დაშავებული და ათობით დაკავებული - ქვების სროლა და შეტაკება ერევანში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

51 დაშავებული და ათობით დაკავებული - ქვების სროლა და შეტაკება ერევანში

ერევანში მომხდარი არეულობის შედეგად 45 ადამიანი დაშავდა. ვრცელდება ინფორმაცია ათობით დაკავებულზე. სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულთა შორის 25 სამართალდამცველია.

არეულობა ერევნის გარეუბანში მდებარე ერებუნის რაიონში მოხდა, სადაც ამ დრომდე შეიარაღებული ჯგუფი პოლიციის განყოფილების შენობაშია გამაგრებული და მძევლები ჰყავს აყვანილი. შენობასთან ჯგუფის მხარდამჭერები მივიდნენ, რომლებიც ოპოზიციონერის, ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

აქტივისტებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.