loader

ლევან როსტოშვილს და ლაშა კურტანიძეს პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლევან როსტოშვილს და ლაშა კურტანიძეს პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ

ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს და მსახიობ ლაშა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ. თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომაზე მხარეებმა სასამართლოში დასაკითხ პირთა სია, მტკიცებულებები წარადგინეს და დააყენეს შუამდგომლობები გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლობის შესახებ.როსტოშვილი და კურტანიძე 6 მაისს დააკავეს. დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლით აღიძრა, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს.