რა საკითხები განიხილეს პროფესიული განათლების თემაზე "ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე?
"ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" ორგანიზებით, პროფესიული განათლების თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე ეკონომიკურ განვითარებაში პროფესიული განათლების როლსა და არსებული სისტემის რეფორმირებაზე იმსჯელეს. კონფერენციაზე საუბარი შეეხო საჯარო-კერძო პარტნიორობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, წარმოდგენილი იყო პროფესიული განათლების მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება. კონფერენციის მონაწილეებს საქართველოში განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებიც გააცნეს.