loader

კახეთში წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ძმები იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კახეთში წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ძმები იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ძმები ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა სიღნაღის რაიონის სოფელ ძველ ანაგაში, დაკავებულების კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან "ა-კა-ემ"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, "ა-კა 74"-ის მოდელის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი და 14 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში, დაკავებულების საცხოვრებელი სახლიდან ასევე ამოღებულია "იჟ 56"-ის მოდელის ორლულიანი კომბინირებული თოფი და 16 საბრძოლო ვაზნა. ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).