loader

ვინ არიან ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც აღსრულების ბიუროს ეზოში ორმხრივ სროლაში მონაწილეობდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არიან ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც აღსრულების ბიუროს ეზოში ორმხრივ სროლაში მონაწილეობდნენ

ორმხრივი სროლა აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში - ინციდენტში მონაწილე სამივე პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია. როგორც PALITRANEWS-სთვის გახდა ცნობილი, ერთ-ერთი დაჭერილი და მისი თანმხლები პირი სოდ-ის ყოფილი თანამშრომლები არიან, ხოლო ერთ-ერთი პირი, რომელმაც პირველი გასროლა განახორციელა, 2004 წელს, გიორგი ბარამიძის შს მინისტრობის დროს, მისი მოადგილე იყო. არაოფიციალური ინფორმაციით, დაჭრილია ყოფილი ძალოვანი არჩილ მამაგეიშვილი. ამ წუთებში მას ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. ექიმების ცნობით, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, თუმცა ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება მეორე პირს, ის სხვა საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა ნაკლებად მძიმეა.

ასევე იხილეთ: აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან დაჭრილი არჩილ მამაგეიშვილი გარდაიცვალა - რა მდგომარეობაში არიან დანარჩენები?

პირველი კადრები აღსრულების ბიუროდან, სადაც სროლის დროს 2 პირი დაიჭრა