გიორგი კვირიკაშვილსა და თურქ კოლეგას შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრ ბინალი ილდირიმს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა სამძიმარი გამოუცხადა თურქ ხალხს დაღუპულთა გამო, რომელთაც თავი შესწირეს თურქეთში დემოკრატიის დაცვას. მან თურქეთის ხელისუფლებას და ხალხს მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა.