loader

თურქეთში ავიაბაზა "ინჯირლიკის" მეთაური სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთში ავიაბაზა "ინჯირლიკის" მეთაური სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს

გენერალი ბექირ ერჯან ვანი, რომელიც ავიაბაზა "ინჯირლიკს" მეთაურობს, თურქეთში სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ "სი-ენ-ენი" თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება.
მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ "ინჯირლიკის" ბაზაზე რამდენიმე სამხედრო პირია დაკავებული, რომლებიც 15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდნენ.
აღნიშნულ ავიაბაზას აშშ და მოკავშირეები სირიასა და ერაყში ავიადარტყმების განსახორციელებლად იყენებენ.