ნიცაში 4 ქართველს ეძებენ - საქართველოს ელჩის ინფორმაციით, ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან
საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონეს თქმით, მათთან შევიდა ინფორმაცია, რომ 4 ქართველს ეძებენ, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები, თუმცა არიან ქართული წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქეები. ელჩის თქმით, მათ ახლობლები ვერ უკავშირდებიან. ეკატერინე სირაძე-დელონეს განცხადებითვე, საკონსულო და საელჩო მათ მოძებნაში აქტიურად ჩაერთო.
ელჩის თქმით, გუშინ ისინი ნიცაში იმყოფებოდნენ. საელჩოსთვის მათი ვინაობა ცნობილია, თუმცა, საბოლოო ინფორმაციის დადასტურებამდე, მათ ვინაობას საელჩო არ ახმაურებს.
ვიდეო: რუსთავი 2
ელჩის თქმით, გუშინ ისინი ნიცაში იმყოფებოდნენ. საელჩოსთვის მათი ვინაობა ცნობილია, თუმცა, საბოლოო ინფორმაციის დადასტურებამდე, მათ ვინაობას საელჩო არ ახმაურებს.
ვიდეო: რუსთავი 2