როგორ გამორბის ხალხი ნიცაში აფეთქების შემდეგ - პანიკა და არეულობა სანაპიროზე
საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებული ღონისძიების დროს ადამიანთა თავყრილობაში სატვირთო ავტომანქანა შევარდა, რის შემდეგაც ცეცხლის გახსნა მოხდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 80, დაშავებულია 100-მდე ადამიანი.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ადგილობრივი პრეფექტურა მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ სახლები, მომხდარს კი "თავდასხმა" უწოდეს. შემთხვევა ნიცის ინგლისის სანაპიროზე მოხდა, სადაც ხალხი სადღესასწაულო ფოიერვერკების სანახავად შეიკრიბა. გავრცელებული ცნობით, ხალხის მასაში შევარდნილი ავტომანქანა დიდი სისწრაფით მიჰქროდა.