პირველი ვიდეომასალა გუკა რჩეულიშვილის სასამართლოდან - კადრები კომენტარის გარეშე
დღეს საქალაქო სასამართლოში გუკა რჩეულიშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების დადასტურების პროცესი გაიმართება. ადვოკატები "ცენტრ-პოინტის" გენერალური დირექტორის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ. როგორც რჩეულიშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განმარტა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უკვე გამოცხადდა მართლმსაჯულების წინაშე, ჩაბარდა სამართალდამცველებს და შესაბამისად, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდეს შეფარდებული.