loader

"იუნესკომ" მცხეთა მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დააბრუნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იუნესკომ" მცხეთა მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დააბრუნა

UNESCO საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან მცხეთის ამოღების შესახებ პრესრელიზს ავრცელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ UNESCO-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, სტამბოლში გამართულ სხდომაზე კომიტეტმა დაადგინა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის დაცვის სისტემის სრულყოფის მიზნით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა იძლევა საფუძველს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ამოღების შესახებ.

მცხეთა, როგორც ისტორიული ძეგლი, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წლიდან ირიცხება. 2009 წელს იგი საფრთხის ქვეშ მყოფი ისტორიული მემკვიდრეობის ნუსხაში გადავიდა, რისი მიზეზიც, პირველ რიგში, ისტორიულ ძეგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად ქვებისა და ფრესკების დეგრადაცია გახდა. მცხეთა რჩებოდა ამ ნუსხაში ობიექტის ტერიტორიაზე ქალაქის უკონტროლო განვითარების გამო.